თბილისში, პარლამენტის წინ უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციაზე იმყოფებიან როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები.
აქციის მონაწილეებს ქართული და უკრაინული დროშები აქვთ, ისმის უკრაინის ჰიმნიც. რუსთაველის გამზირზე გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობა.