ავტოსაგზაო შემთხვევას კახეთში 55 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა რამდენიმე საათის წინ, გურჯაანი-ლაგოდეხის ცენტრალურ მაგისტრალზე, აფენის მონაკვეთზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ ჯიპს შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ გაჩერებული ავტომობილი გადაბრუნდა და მასში მჯდომი 55 წლის ადამიანი დაიღუპა.
მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო. დაშავებული გურჯაანის რაიონის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმების განცხადებით მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.