ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალ თბილისი 2015-თან დაკავშირებით, ოლიმპიადის პერიოდში - 26-30 ივლისს თბილისის რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება.
ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც მოცემულია ქუჩების გადაკეტვის გრაფიკი.
26 ივლისს, 18:20 საათიდან 19:40 საათამდე და ასევე 22:00 საათიდან 22:30 საათამდე სრულად გადაიკეტება მიხეილ მესხის სახელობის (ყოფილი „ლოკომოტივი“-ს) სტადიონის მიმდებარე ტერიტორია – წერეთლისა და ჭავჭავაძის ქუჩების გადაკვეთიდან კუს ტბის ასახვევამდე.
27 ივლისს, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე, გადაიკეტება აღმაშენებლის ხეივნის ერთი მხარე – მცხეთისკენ მიმავალი მიმართულება, ხოლო მცხეთიდან თბილისში შემომავალ მიმართულებაზე იქნება ორმხრივი მოძრაობა.
28 ივლისს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, გადაიკეტება აღმაშენებლის ხეივნის ერთი მხარე – მცხეთისკენ მიმავალი მიმართულება, ხოლო მცხეთიდან თბილისში შემომავალ მიმართულებაზე იქნება ორმხრივი მოძრაობა.
29 ივლისს, 15:00 საათიდან 19:00 საათამდე, სრულად გადაიკეტება თბილისის ზღვის მიმდებარე ავტომაგისტრალი.
30 ივლისს, 08:00 საათიდან 19:00 საათამდე, სრულად გადაიკეტება თბილისის ზღვის მიმდებარე ავტომაგისტრალი.
"მოსახლეობას მოვუწოდებთ აღნიშნულ თარიღებსა და მიმართულებებზე ავტომანქანებით გადაადგილებისგან მაქსიმალურად შეიკავონ თავი," - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.