მოსახლეობის პროტესტი დანდალოში - ადგილობრივები სოფელის ტყეში ხეების ჭრას აპროტესტებენ.
მათი თქმით, ტყიდან მასალა ყოველდღიურად გააქვთ და მას ქალაქში ყიდიან.
ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ ასე თუ გაგრძელდა, სოფელი ხე-ტყისა და შეშის გარეშე დარჩება.
მოსახლეობის პრეტენზიები გამგებელმა და სატყეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მოისმინეს.
მათი თქმით, პრობლემა გლობალურია და იგი კანონით უნდა დარეგულირდეს.
როგორც ისინი აღნიშნავენ, ხეების ჭრის პროცესი კანონიერად მიმდინარეობს.