ქვყანაში სოცილური დახმარების ახალი სისტემა ამოქმედდა.
ამის შესახებ განცხადება სოცილური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ზაზა სოფრომაძემ საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"ახალი ცვლილებებით, გაიზრდება პენსიონერის შეფასების კრიტერიუმი, რაც საშუალებას მოგვცემს, აღვუდგინოთ დახმარება იმ პირებს, რომლებსაც ეს დახმარება დროებით შეუჩერდათ," - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.
მისი თქმით, 3 ათასამდე პენსიონერს, რომლებსაც დახმარება რადენიმე თვის განმავლობაში შეჩერებული ჰქონდათ, კვლავ აღუდგებათა.
მათ აუნაზთაურდებათ გაცდენილი თვეების თანხაც.
ცვლილებები ძალაში პირველი აგვისტიდან შევა.