ელექტროენერგიის ძველ და ახალ სამომხმარებლო ტარიფებს შორის განსხვავებას სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სახელმწიფო სრულად დაფარავს.
ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მთავრობის გადაწყვეტილება 208 ათას სოციალურად დაუცველ ოჯახს შეეხება.
პრემიერის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველთა სუბსიდირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონამდე ლარი გამოიყოფა.