20 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
მდინარე ვერეს ხეობაში გვირაბს ხიდი ჩაანაცვლებს

ვერეს ხეობაში დღეიდან საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები იწყება. გზის აღდგენაზე კომპანიები 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ.

გმირთა მოედნიდან თამარაშვილის ქუჩამდე საგზაო მონაკვეთის აღსადგენად მერიამ 14 მილიონი ლარი გამოყო.

ცნობილი ხდება ისიც, რომ მდინარე ვერე გვირაბებში აღარ გაივლის და საგზაო მონაკვეთები ხიდის მეშვეობით დაუკავშირდება ერთმანეთს. 

"თბილისში არსებული ყველა მძიმე ტექნიკის მობილიზება სწორედ აქ მოხდა. ეს არის ადგილი, სადაც ყველაზე მეტი საქმეა ჩასატარებელი. აქ არსებულ გვირაბს ჩაანაცვლებს ხიდი, რომელიც მდინარე ვერეს მისცემს საშუალებას, იდინოს და წინაღობეებს არ შეუქმნის, რაც თავისმხრივ უსართხო იქნება მოქალაქეებისთვის," - აცხადებს თბილისის მერი, დავით ნარმანია. 

 

ავტორი: თამთა დოლენჯაშვილი

 

 
დღის ამბები