რაჭაში, შაორის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეების მასობრივი ჭრა მიმდინარეობს.
ინფორმაცია ამის შესახებ რაჭველებმა დღეს გაავრცელეს.
დღეს დილით მათ შაორში საპროტესტო აქციაც გაიმართა, რომელსაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებიც დაესწრნენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მრავალწლოვან ხე-კულტურებს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანია ატუ ჭრის. სამასალე მერქანი კი საჩხერეში, ყოფილი პრემიერის საწყობში გადააქვთ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ კომპანია ხეებს სანიტარული მიზნებიდან გამომდინარე ჭრის. მოჭრილი მასა კი ზამთრისთვის სოციალურად დაუცველებს დაურიგდებათ.