ნასამ პლუტონის შესახებ ზონდ ნიუ ჰორაიზონსის ახალი მონაცემები გაშიფრა.
აპარატის მიერ გამოგზავნილ მასალებზე დაყრდნობით მეცნიერები ვარაუდობენ, რომ პლანეტის ზედაპირზე შესაძლოა, არსებობდეს ოკეანე თხევად მდგომარეობაში.
ბოლო პერიოდში პლუტონზე ინტენსიური ვულკანური აქტივობაც იყო.
აღსანიშნავია ისიც, რომ, როდესაც აპარატმა ჯუჯა პლანეტას გადაუფრინა, პლუტონის მზის დაბნელების მომენტი აღბეჭდა.
ამ პროცესის ამსახველ ფოტოზე მეცნიერებმა ლაქა შენიშნეს, რომელიც, მათი აზრით, შესაძლოა, იყოს ნიშანი იმისა, რომ პლუტონს ატმოსფერო აქვს.