მთიანი ყარაბაღის რეგიონში ვითარება დაიძაბა. აზერბაიჯანული და სომხური მხარეები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის ზავის დარღვევაში ადანაშაულებენ.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა კონფლიქტის ზონაში წუხელ სომეხი სამხედროების თავდასხმა მოიგერიეს.
შეტაკების შედეგად, 5 სომეხი და ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა.
ოფიციალური ბაქოს მტკიცებით, აზერბაიჯანულ პოზიციებს სომხეთის არმიის დანაყოფები რამდენიმე რაიონში უტევდნენ.
ყველა შემთხვევის დროს აზერბაიჯანულმა მხარემ საპასუხო ცეცხლი გახსნა.
სომხური მხარის ცნობით კი, აზერბაიჯანმა ბოლო დღის განმავლობაში ზავი 140–ჯერ დაარღვია.