"ამ ჩემს პანორამას", - ამ სახელწოდების აქცია ამ წუთებში სოლოლაკის ქედზე მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები იმ ტერიტორიის შესასვლელთან არიან შეკრებილები, სადაც პანორამა თბილისის მშენებლობა უნდა დაიწყოს.
აქცია "ამ ჩემს პანორამას" მონაწილეები ამბობენ, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში თბილისის ძველი უბნები იმ ღირშესანიშნაობას დაკარგავენ, რაც მათ დღეს გააჩნიათ.
აქციაზე გროვდება თანხაც ადმინისტრაციული სასჯელის გადასახდელად, რომლითაც აქციის მონაწილეები წინა აქციის დროს დააჯარიმეს.
სპეციალურად ამ მიზნით დამზადებულია მაისურები წარწერით ამ ჩემ პანორამას. მაისურის აღება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რომელიც შემდეგ ყულაბაში გარკვეული ოდენობის თანხას ჩააგდებს.
საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აქციების გამართვას მომავალშიც აპირებენ.
დღევანდელი აქცია ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.
ავტორი: მარიამ გოცირიძე