ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია დაწესდა. ინფორმაცია ამის შესახებ ჩარგალში მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას და ჟუნრალისტებს მიაწოდა.
უკვე შექმნილია "ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მინიჭების საკითხების განმხილველი კომისია", რომელიც პრემიის მინიჭების პროცესს წარმართავს.
"ქართველები სამართლიანად ვამაყობთ, რომ გვყავს მსოფლიო მნიშვნელობის შემოქმედი, ბუმბერაზი ადამიანი და მოაზროვნე, რომელიც ამ ეზოში გაიზარდა, ამ სივრცეში იქმნებოდა ვაჟას შესანიშნავი და გენიალური ნაწარმოებები. ვაჟა-ფშაველა ჯერ კიდევ ას წელზე მეტი ხნის წინ აფასებდა იმ ღირებულებებს, რისკენაც დღესაც ისწრაფვის კაცობრიობა.
"მჯერა, რომ ერი, რომელმაც ასეთი შვილი გაზარდა, იმ ღირებულებებით, იმ სულიერი სიმაღლით, რაც ვაჟა-ფშაველას ჰქონდა, აუცილებლად გადალახავს ყველა სირთულეს. აუცილებლად მოიპოვებს წარმატებას, გამარჯვებას და მიაღწევს საერთო ქართულ მიზანს - ჩვენი ქვეყნისა და ერის გამთლიანებას.
"ვაჟა-ფშაველა თავად იყო ერთ-ერთი ყველაზე პროგრესულად და ევროპულად მოაზროვნე კაცი და მისი მაგალითიც საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენ საერთო ღირებულებები და მისწრაფებები გვაქვს," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.