20 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
დენის ტარიფის შემცირებაზე "ოცნების" დაპირების მიუხედავად, 2012 წლის მაჩვენებელზე მეტად გაიზარდა

ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე ტარიფების განახევრებისა თუ საგრძნობი შემცირების შესახებ კოალიცია ქართული ოცნება - ბიძინა ივანიშვილის ლიდერები არამხოლოდ სიტყვიერად, არამედ საკუთარ პროგრამაშიც საუბრობდნენ.

"ტარიფების სამართლიანი გადანაწილება" - ასე დაარქვა მაშინ ახალადჩამოყალიბებულმა პოლიტიკურმა ძალამ ქვეთავს წინასაარჩევნო პროგრამაში.

გაურკვეველია, ვის რჩევებს დაეყრდნენ კოალიციის ლიდერი და მისი წევრები ტარიფების განახევრებაზე საუბრის დროს მაშინ, როდესაც ენერგეტიკოსებიც და ენერგეტიკის სფეროში მომუშავე ექსპერტებიც ამ დაპირების არარეალურობაზე თავიდანვე საუბრობდნენ. 

მთავრობამ არჩევნებში გამარჯვებიდან ორი წლის შემდეგ ელექტროენერგიაზე ტარფის მცირედით, სამი თეთრით, კორექტირების შესახებ განაცხდა.

რამდენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება, რომ ელექტროენერგიის ტარიფი რეგიონებში 4 თეთრით გაიზარდა. რაც შეეხება თბილისს, ექსპერტები და თავად ენერგეტიკის მინისტრი ამბობენ, რომ ტარიფი დედაქალაქშიც გაიზრდება.

სმეკს განცხადებით უკვე მიმართა კომპანია თელასმა.

ტარიფების გაზრდა სემეკის სხდომებზეც და ენერგეტიკის სამინისტროსთანაც არასაპარლამენტო პოლიტკურმა პარტიებმაც გააპროტესტეს.

ისინი უახლოეს მომავალში პერმანენეტული აქციების დაწყებას აპირებენ.

 

ავტორი: ეკა გაგუა

 
ამავე თემაზე
დღის ამბები