20 ნოემბერი 2024,   20:17
ვრცლად
ქართული ოცნება წამლების გაიაფებას პროგნოზირებდა, მაგრამ ფასები იზრდება

მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, მკურნალობის ხარჯში 40%-ს მედიკამენტები იკავებს. 

საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა და მას უნგრეთი და ესპანეთი მოჰყვება, სადაც წამლის ხარჯი მკურნალობაში გაცილებით დაბალი 29 და 23%-ია, სტანდარტი კი 20%-ია - ორჯერ ნაკლები, ვიდრე ჩვენთან არის.

წამალში დახარჯული ფულით რომ საქართველო პირველ ადგილზეა, ამის მიზეზად ექსპერტები რამდენიმე ფაქტორს - წამლების მაღალ ფასს, თვითმკურნალობას, გაუმართავ პირველად ჯანდაცვას და არალეგულირებულ ფარმაცევტულ ბაზარს ასახელებენ.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, ფასები გაიზარდა გულ- სისხლძარღვთა მედიკამენტებზე, ანტიბიოტიკებზე, ვიტამინებზე, საჭმლის მომნელებელი სისტემისა და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებზე.

სადაზღვეო კომპანიების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველლზე არაერთი დასახელების მედიკამენტზე ფასები 50-100%-ით არის გაზრდილი. ნოშპა  - 109%-ით, ბანეტენი - 67%-ით , ადიპრილი - 57%-ით, როცეფინი  - 41%-ით , აზიმაკი - 37%-ით, ანაპაში 29%-ით არის მომატებული.

მედიკამენტების ფასების ზრდაზე მომხმარებლებიც საუბრობენ.

აფთიაქიდან გამოსული ადამინები ამბობენ, რომ მედიკამენტების შეძენას ხშირ შემთხვევაში გაზრდილი ფასების გამო ვერ ახერხებენ. 

მედიკამენტბზე ფასების ზრდის შესამცირებლად ჯანდაცვის სამინისტრო 200-მდე დასახელების ძირითად მედიკამენტზე ფასის დაწევას გეგმავს.

ეს განცხადება დავით სერგეენკომ რამდენიმე დღის წინ გააკეთა.

მედიკამენტების ნუსხა, რომლის გაიაფებაზეც ჯანდაცვის მინისტრი საუბრობს, ჯერ ცნობილი არ არის 

ძირითად მედიკამენტებზე ფასის გაიაფებას ჯანდაცვის სამინისტრო სექტემბერში გეგმავს. თუმცა, ამ დროისთვის არ საჯაროვდება იმ პრეპარატების დასახელება, რომლის გაიაფებაც იგეგმება.

ამავე პერიოდში საყოველთაო ჯანდაცვის მეოთხე ტალღის განხორციელებაც უნდა დაიწყოს, რომელიც პრეპარატების დაფინასებასაც მოიცვას.

 

ავტორი: ირინა კეჭაყმაძე

 
ამავე თემაზე
დღის ამბები