მას შემდეგ, რაც ხურვალეთი ევროპარლამენტარებმა დატოვეს, საოკუპაციო ზოლიდან შეიარაღებულმა ოკუპანტებმა ადგილობრივი გაიტაცეს.
48 წლის დავით ხუროშვილი საკუთარ ბაღში მუშაობდა, რა დროსაც ის რუსმა სამხედროებმა გაიტაცეს.
როგორც სატელეფონო ზარის დროს გატაცებულმა ოჯახის წევრებს უამბო, ის ჯერ რუსულ სამხედრო ბაზაზე, შემდეგ კი ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.
დაკავებულ მამაკაცს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ადანაშაულებენ.
მოლაპარაკება ოსურ მხარესთან გატაცებულის გასათავისუფლებლად უახლოეს პერიოდში დაიწყება.