20 ნოემბერი 2024,   20:19
ვრცლად
რიკოთის უღელტეხილთან მეტეოროლოგიური სადგური უნდა დამონტაჟდეს

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. გიგლა აგულაშვილი პრაღაში მივლინებით იმყოფება.

პროექტი ითვალისწინებს საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების ნეგატიური ზეგავლენის შერბილებას ტრანსპორტის გამავლიანობაზე ტრასეკას დერეფნის საგზაო მონაკვეთზე, რიკოთის უღელტეხილის მახლობლად. მისი მიზანია ამ დერეფნით მოსარგებლე მძღოლების ინფორმირება. პროექტის განხორციელებისთვის ჩეხეთის განვითარების სააგენტო 110 ათას ევროს გამოყოფს.

ხელშეკრულებას - „ტრასეკას კორიდორის მეტეოროლოგიური უსაფრთხოების გაზრდა“ - მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა მიხალ კაპლანმა და გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ მოაწერეს ხელი.

პროექტის ფარგლებში უნდა დამონტაჟდეს საგზაო მეტეოროლოგიური სადგური. პერსონალი კი უნდა გადაამზადონ სადგურის მომსახურეობასა და ოპერირებაში.

სამუშაოებს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ჩეხი კონტრაქტორები განახორციელებენ. საპილოტე პროექტის განხორციელება 2015 წლის ზაფხულში დაიწყება და მიზნად ისახავს მეტეოროლოგიური მონიტორინგის სისტემის ახალი კომპონენტის შექმნას საქართველოში.  

 
დღის ამბები