02 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
ბათუმში დაკარგული 3 წლის ბიჭი იპოვეს

ბათუმში დაკარგული 3 წლის ბიჭი ნაპოვნია. ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკარგული ბავშვს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მიაგნეს.

ბიჭის დაკარგვის შესახებ პოლიციას ინფორმაცია დედამ მიაწოდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მიმდებარე ქუჩები გადაამოწმეს და დაკარგული ბიჭუნა სასტუმრო „ინტურისტის“ მიმდებარედ რამდენიმე წუთში იპოვეს. ის ოჯახს უვნებელი დაუბრუნდა.

 
დღის ამბები