ევროპის ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარე გაწეული სამუშაოებით კმაყოფილია. ამის შესახებ კურიერთან საუბრის დროს ჯოზეფ ლიბამ განაცხადა.
ლიბა ქართულ მხარეს მადლობას უხდის გაწეული სამუშაოებისთვის.
"დიდი სამუშაო შესრულდა დროის მცირე მონაკვეთში. უკან არის ყველანაირი შიში ობიექტების მოწყობისა. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ქართულმა მხარემ ყველა მოთხოვნა შეასრულა და ეს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი სხვა სიმაღლეზე გადაიყვანა და მაქსიმალურად მიუახლოვა დიდ ოლიმპიადას," - განაცხადა ჯოზეფ ლიბამ.