ახალგაზრდული ოლიმპიადა სიმბოლურად 20:15 წუთზე გაიხსნება. ოლიმპიურ სოფელში კი სრული სამზადისია. არსებული ინფორმაციის აქ 50 დელეგაციის 3 ათას 800 სპორტსმენი იმყოფება.
როგორც სოფლის მერი ლევან კობიაშვილი ამბობს, ტერიტორიაზე სპორტსმენების უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად არის დაცული.
"მზადება დასრულებულია. მივიღეთ სპორტსმენები, მათი ტრენერები და დელეგაციის სხვა წევრები. თითქმის ბოლომდე შეივსო კომპლექსი. ხვალიდან აქტიურად ჩავერთვებით პროცეში,"- აცხადებს ლევან კობიაშვილი.
სპორტსმენების გადასაადგილებლად ტერიტორიაზე გაჩერებულია ავტობუსები, რომლებიც ამა თუ იმ დელეგაციას შესაბამისი მიმართულებით გადაიყვანს.
იმისათვის, რომ სპორტსმენებმა ოლიმპიურ სოფელში თავი კომფორტულად იგრძნონ და დახმარების საჭიროების შემთხვევაში მათ ეს დახმარებები აღმოუჩინონ, სპეციალურად მომზადებული პერსონალის გარდა ასევე კარგად გადამზადებული 1800 მოხალისე იმყოფება.
ავტორი: თამთა დოლენჯაშვილი