ევროპის ახალაგზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნამდე რამდნეიმე საათით ადრე
შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართეს ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა და
კომისიის თავმჯდომარემ.
მათ მიაჩნიათ, რომ ქართულმა მხარემ ახალგაზრული ოლიმპიადა უფრო მაღალ საფეხურზე გადაიყვანა და ოლიმპიადისთვის ყველაფერი დროულად და მაღალი სტანდარტების შესაბამისად მოამზადა.
"დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს სამუშაოები ჩაატარა. პირადად დავათვალიერე ყველაფერი, რაც ამ ფესტივალისთვის იქნა გაკეთებული ვარ და ძალიან კმაყოფილი ვარ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არ შევმცდარვართ, როცა არჩევანი თბილისის სასარგებლოდ გავაკეთეთ. ქართულმა მხარემ ყველაფერი კარგად გააკეთა, რაც ოლიმპიურ ფესტივალს სულ სხვა დონეზე აიყვანს,"- განაცხადა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა პატრიკ ჰიკმა.
ამავე თემაზე ისაუბრა ოლიმპიური ფესტივალის თავმჯდომარემ.
"ოლიმპიური ფესტივალი და ოლიმპიური მოძრაობა სულ უფრო ვითარდება. ის მოდელი, რომელიც თბილისმა შემოგვთავაზა, მომავლის სახელმძღვანელოდ შეგვიძლია მივიჩნიოთ. ეს უკვე შესანიშნავია,"- განაცხადა ვიქტორ სანჩესმა.