ევროპოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საზეიმო გახსნამდე თბილისში, რამდენიმე საათი რჩება. გახსნის ცერემონიალი სიმბოლურად თბილისის დროით 20:15 წუთზე დაიწყება.
როგორც ჟურნალისტებისთვის ცნობილი ხდება გახსნის ცერემონიალი აგებული იქნება საქართველოს ისტორიაზე და ქართულ კულტურულ ელემენტებზე. ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ წინ ძალიან საინტერესო საღამო გველის.
ამასთან თბილისის ლოკომოტივის სტადიონზე უკვე დასრულებულია სამზადისი, სტადიონზე ყველაფერი მზად არის იმისათვის, რომ ცერემონიალმა ექსესების გარეშე ჩაიაროს.
თბილისი 2015-ის მონაწილეებს და მთელ საქართველოს დღეს პრემეირ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ხელმძღვანელი მიმართავენ.
ავტორი: დავით ერაძე