20 ნოემბერი 2024,   20:25
ვრცლად
ორხევის მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს

ორხევის დასახლების ნაწილი ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობს. სააკაძისა და ესენინის ქუჩების მოსახლეობა ამბობს, რომ მათ წყლის და კანალიზაციის პრობლემა აწუხებთ. მათი თქმით, მიწისქვეშა კომუნიკაციები განადგურებულია და სახლები ავარიულ მდგომარეობაშია.  

მათივე მტკიცებით, ადგილზე არც დასუფთავების სამსახური მუშაობს. სკოლის ტერიტორიაზე კი ხშირია ქვეწარმავლები.

ადგილობრივების თქმით, დახმარების თაობაზე ბოლო განცხადება მუნიციპალიტეტში 2 კვირის წინ შეიტანეს.

მერიის 112-ის ცხოველთა მონიტორინგის ცენტრში აცხადებენ, რომ გამოძახების შემთხვევაში სამაშველო სამსახური რეაგირებას მოახდენს. ორხევის მოსახლოებას პასუხობს წყლის კომპანიაც.

 
დღის ამბები