ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის გახსნის ცერემონიამდე 2 საათზე ნაკლები რჩება. კურიერის ინფორმაციით გახსნის ცერემონიალზე რამდენიმე სურპრიზია დაგეგმილი.
მათი ნაწილი რუსთავი 2-ისთვის ცნობილი გახდა.
ოლიმპიადის გახსნაზე სუხიშვილების 3 მოცეკვავე, 15 მეტრის სიმაღლეზე სამაიას შეასრულებენ. კიდევ ერთი სურპრიზი მაყურებლისთვის და დამსწრე საზოგადოებისთვის მთავარი ოლიმპიური ცეცხლის დანთების ადგილია, რომელსაც ორგანიზატორები ამ დროისთვის არ ასახელებენ.