სერგო კაპანაძე, ბექა ბუთურიშვილი და ელიზბარ ბაღაშვილი- ეს ის სამი ადამიანია, რომელსაც უკვე 40 დღეა უშედეგოდ ეძებენ. სამივე პიროვნება 13 ივნის სტიქიის დროს დაიკარგნენ. დაკარგულთა სამძებრო სამუშაოები კი შეწყვეტილია.
ზუსტად მეორმოცე დღეს დაკარგულთა ოჯახის წევრები იმ ადგილას შეიკრიბნენ, სადაც სავარაუდოდ ეს ადამიანები ცოცხლები ბოლოს ნახეს. ნათესავებმა სამძებრო ღონისძიებების შეწყვეტა გააპროტესტეს და ხელისუფლებას ღია წერილით მიმარეთეს.
დაკარგულთა ოჯახის წევრები არ გამორიცხავენ, რომ ცხედრები მდინარე ვერემ მტკვარში ჩაიტანა. შესაბამისად, ფიქრობენ, რომ არსებობს მათი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გამორიყვის ალბათობა და ხელისუფლებისგან სამძებრო სამუშაოების გაგრძელებას მეზობელ ქვეყანაშიც ითხოვენ.
ავტორი: გიორგი გვიშიანი