20 ნოემბერი 2024,   20:14
ვრცლად
ხეთა სასაკლაო საგარეჯოში - ტყის დიდი ნაწილი გაჩეხილია

საგარეჯოს გარშემო არსებულ ტყეს უკვე რამდენიმე დღეა ჩეხავენ. მოჭრილი ხეების დიდი ნაწილი ტყიდან უკვე გაზიდულია და ტყეში კუნძებიც მოჭრილი ყრია. გაჩეხილი ხეების ზუსტი რაოდენობა უცნობი, თუმცა ფაქტია, რომ ტყის დიდი ნაწილი გაჩეხილია.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით როდესაც ოფიციალური ნებართვით ხე იჭრება, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას ხეები დანომრილია და ტყის სხვა ნაწილს ვერ შეეხები. ინომრება კუნძებიც, როცა ხის არაკანონიერი ჭრით სამართალდამცავები ინტერესდებიან. საგარეჯოს ტყეში კი გაკაფულ ადგილეს უმეტესწილად პოსტსკრიპტუმის გადამღებ ჯგუფს არც ერთი ნომერი არ შეხვედრია.

 

ავტორი:  რუსუდან დათუკაშვილი

 
ამავე თემაზე
დღის ამბები