20 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
ელექტროენერგიის შემდეგ შესაძლოა გაზიც გაძვირდეს

ელექტროენერგიაზე ფაზების ზრდის შემდეგ ექსპერტები და სემეკის ყოფილი თავმჯდომარე გაზზე ფასის ზრდას აანონსებენ. 

გურამ ჩალაგაშვილის თქმით, უახლოეს პერიოდში ქვეყანაში გაზის ტარიფი გაიზრდება. ჩალაგაშვილი ამბობს იმასაც, რომ კომპანიებს გაზის ტარიფის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღება თავად შეუძლიათ და არ სჭირდებათ სემეკის თანხმობა. 

სემეკის ყოფილი თავმჯდომარე  აცხადებს, რომ კომპანიებს შეუძლიათ თარიღის გაძვირების შესახებ ინფორმაცია 3 დღით ადრეც გამოაცხადონ. 

ამ ყველაფერთან ერთად ცნობილი ხდება ისიც, რომ შემოდგომაზე შესაძლოა ელექტროენერგიის ტარიფი კიდევ უფრო გაიზარდოს.

არსებული ინფორმაციით ახალი 4 თეთრით გაძვირებული ტარიფი იმ შემთხვევაში კიდევ უფრო გაძვირდება თუ ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურებას გააგრძელებს.

ლეიბორისტულ პარტიაში კი ფიქრობენ, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა ოლიმპიადას სპეციალურად დაამთხვიეს. 

 

ავტორი: ნოდარ მელაძე

 
ამავე თემაზე
დღის ამბები