თითქმის ორ საათს გაგრძელდა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახნის ცერემონია. ფესტივალი გახნილად ქვეყნის პრემიერმა გამოაცხადა. შეკრებილებს სიტყვით მიმართეს ახალგაზრდული ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა.
შოუზე წარმოდგენილი იყო არგონავტების ექსპოზიცია, სუხიშვილებმა ამ დღისთვის საგანგებოდ დადგმული "ხორუმი" შეასრულეს, გარდა ამისა, 10 მეტრის სიმაღლეზე შესრულდა "სამაია", წარმოდგენილი იყო ქართული საგალობლები.
ღონისძიების ბოლოს ოლიმპიური ცეცხლი სტადიონზე საჰაერო ბურთით შემოიტანა აკრობატმა გოგონამ. საქართველოს ჰიმნი პაატა ბურჭულაძემ შეასრულა. გაიმართა ფიცის დადების ცერემონიაც მონაწილე ათლეტების, მწვრთნელების და მსაჯების სახელით.