20 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
ოლიმპიური ცეცხლი ზურაბ ზვიადაურმა აანთო

ოლიმპიური ცეცხლი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონისკენ თავისუფლების მოედნიდან საღამოს 8 საათისთვის დაიძრა. ოლიმპიური ცეცხლი ესტაფეტის პრინციპით სტადიონზე მხატვრული შოუს კულმინაციის დროს შევიდა.

მეჩირაღდნეებს შორის იყვნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე პრეზიდენტები - ელგუჯა ბერიშვილი და მამუკა ხაბარელი. უშუალოდ "მიხეილ მესხის სახელობის" სტადიონზე კი ესტაფეტაში ჩაერთვნენ ავღანეთის ომის მონაწილე, თემურ დადიანი, ასევე, ოლიმპიური ჩემპიონები - გელა კეტაშვილი და ნინო სალუქვაძე. ოლიმპიური ცეცხლი კი ზურაბ ზვიადაურმა აანთო.

 
დღის ამბები