დღეს საქართველოში 4.1 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. ეპიცენტრი თბილისიდან 59 კილომეტრში, კახეთში, ქალაქ სიღნაღის სამხრეთ-დასავლეთით - 29 კილომეტრში იყო.
მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა თბილისშიც. მიწისძვრა თბილისის დროით 10:58 საათზე დაფიქსირდა.
ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება.