20 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
რუსეთი ევროსაბჭოდან გადის - ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ლავროვის წერილი უკვე გადაეცა

გადაწყვეტილება რუსეთის ევროსაბჭოდან გასვლის შესახებ მიღებულია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შესაბამისი წერილი გადასცა. ამის შესახებ ოთხშაბათს სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერმა, ევროსაბჭოში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა პეტრ ტოლსტოიმ განაცხადა.

"ევროსაბჭოდან გასვლის გადაწყვეტილება მიღებულია. საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შესაბამისი წერილი ორგანიზაციის გენერალურ მდივანს გადაეცა," - წერს ტოლსტოი ტელეგრამის არხზე.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ "რუსეთი თავისი ნებით ტოვებს ევროსაბჭოს, ეს არის დაბალანსებული და გააზრებული გადაწყვეტილება".

შეგახსენებთ, რუსეთმა ეს გადაწყვეტილება გამოაცხადა იმ ფონზე, როდესაც  უკრაინაში შეჭრის გამო თავად ევროპის საბჭოს აქვს რუსეთისთვის ორგანიზაციაში მონაწილეობის უფლება შეზღუდული.

დღის ამბები