20 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
ხელისუფლებას ჰერეთში კახის ეკლესიაში მღვდელმსახურების აღდგენის შესახებ მოლაპარაკებს სთხოვენ

ქართველი ისტორიკოსები მოუწოდებენ საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს, გაიმართოს მოლაპარაკება ისტორიულ ჰერეთში კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში მღვდელმსახურების აღდგენის შესახებ. ამ მოთხოვნის და კახში შექმნილი ვითარების შესახებ ისტორიკოსთა ჯგუფმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

კახის ტაძარში მღვდელმსახურება მას შემდეგ შეწყდა, რაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შეუშვეს არქიმანდრიტი დემეტრე.

კახის წმინდა გიორგის ეკლესია ერთადერთი ტაძარია ჰერეთის ტერიტორიაზე, სადაც უწყვეტად მღვდელმსახურება 1990 წლიდან მიმდინარეობდა.

 
დღის ამბები