კიკეთის, კოჯრის, წავკისისა და ტაბახმელას მოსახლეობა ბოლო პერიოდში მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის გახშირებული ფაქტების სასწრაფო გამოძიებას ითხოვს.
ტაბახმელას მაცხოვრებლები აქციებს იმ შემთხვევაში დაიწყებენ, თუ შესაბამისი სამსახურები გახშირებული ქურდობის ფაქტებს არ გამოიძიებენ.
ბოლო თვის განმავლობაში სოფელში რამდენიმე ათეული მსხვილფეხა საქონელი დაიკარგა.
ადგილობრივები დღეს პოლიციის შენობასთან ამ საქმეების გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით შეიკრიბნენ. მოსახლეობა პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებს.
მთაწმინდის რაიონის დაქვემდებარებაში შემავალი სოფლების პრობლემებზე გამგეობაში განმარტებებს არ აკეთებენ და პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკისრებენ.
ავტორები: ვანო გავაშელი, დავით გალაშვილი, თამთა ობოლაძე, გიორგი შეშაბერიძე.