სუბსიდირების გეგმა, რომელიც მთავრობამ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის შეიმუშავა, ბიუჯეტს 20 მილიონი დაუჯდება.
ამ ეტაპზე არსებული ოფიოციალური მონაცემებით, დახმარებას სახელმწიფოსგან ელექტროენერგიის საფასურის სხვობის დასაფარავად 200 ათასზე მეტი ოჯახი მიიღებს.
გაუძლებს თუ არა ისედაც შემცირებული ბიუჯეტი ახალ ვალდებულებას, ეს ჯერ უცნობია.
ოპოზიცია ვარაუდობს, რომ წლის ბოლომდე ქვეყნის ფინანსურ დოკუმენტს კიდევ ერთხელ მოუწევს კორექტირება.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი