02 ოქტომბერი 2024,   22:28
ვრცლად
თბილისი2015 - ოლიმპიადის ლიდერები ჯერჯერობით უნგრეთი, მოლდოვა და რუსეთი არიან

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის თბილისი2015-ის პირველი დღის შედეგები ცნობილია. 

ოლიმპიურ ფესტივალში უნგრეთი ლიდერობს. უნგრელებმა დღეს ერთი ოქროს და ერთიც ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 

მეორე ადგილზე ერთი ოქროს მედლით მოლდოვის რესპუბლიკაა. ასევე ერთი ოქროს მედლით მესამე ადგილზე იმყოფება რუსეთის ნაკრებიც. 

მეოთხე ადგილზე დიდი ბრიტანეთი იმყოფება. ბრიტანელებმა ერთი ვერცლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

მეხუთე-მეექვსე ადგილებს კი გერმანია და სლოვენია თითო-თითო ვერცხლის მედლებით ინაწილებენ. 

სამწუხაროდ, ქართველმა სპორტსმენებმა დღეს ვერცერთი მედალი ვერ მოიპოვეს. 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები