20 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
თბილისი2015 - კალათბურთში საქართველომ თურქეთი 89:50 დაამარცხა

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისი2015-ის ფარგლებში საქართველოს ვაჟთა საკალათბურთო ნაკრებმა თურქეთი გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა. 

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის მიერ მომზადებულმა გუნდმა თურქეთის ნაკრებს ანგარიშით 90:50 სძლია. 

"28-ში ევროპაში ერთ-ერთ უძლიერეს ბოსნია-ჰერცოგოვინას ნაკრებს ვეთამაშებით. შევეცდებით, ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ და ამავე დროს ძალები ლატვიასთან თამაშისთვისაც შემოვინახოთ," - განაცხადა მატჩის დასრულების შემდეგ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილმა.

თურქეთის ახალგაზრდული საკალათბურთო გუნდი კი დღევანდელი მარცხის შემდეგ 28 ივლისს ლატვიის საკალათბურთო ნაკრებს დაუპირისპირდება.

 

 

 

 

 

 

 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები