20 ნოემბერი 2024,   20:21
ვრცლად
გერმანიაში 2-კვირიანი ყოფნის შემდეგ პატრიარქი სამშობლოში ხვალ დაბრუნდება

გერმანიაში 2-კვირიანი ყოფნის შემდეგ პატრიარქი სამშობლოში ხვალ დაბრუნდება.

უწმინდეს და უნეტარესს თბილისში ხვალ 16:00 საათზე ელოდებიან.  პატრიარქი თბილისის აეროპორტიდან სამების საკათედრო ტაძარში გაემგზავრება და პარაკლის გადაიხდის. 

არსებული ინფორმაციით, ილია მეორე  გერმანიაში სამკურნალოდ იმყოფებოდა. 

"უწმინდესს გერმანიაში გულის სისხლძარღვზე ინვაზიური სამკურნალო ჩარევა ჩაუტარდა. კორონოგრაფიული გამოკვლევით გამოიკვეთა, რომ საჭირო იყო დამატებით ინვაზიური სამკურნალო ჩარევა გულის სისხლძარღვზე. პროცედურამ წარმატებით ჩაიარა," - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

პატრიარქი გერმანიაში 14 ივლისს გაემგზავრა. 

 

 

 

 
დღის ამბები