კომუნალური ვაუჩერების საკითხის დაყენებას გეგმავენ დღეს საკრებულოს სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის წევრები.
ისინი ვაუჩერის გაცემის იმ წესს აპროტესტებენ, რომლზეც ხელისუფლებასა და მერიაში მუშაობენ. ახალი წესის მიხედვით, ზამთარში ვაუჩერებს მხოლოდ სოციალურად დაუცველი ის ოჯახები მიიღებენ, რომლებსაც 70 ათასი ქულა აქვთ მინიჭებული.
ნაციონალური მოძრაობა მუნიციპალიტეტებს მოუწოდებს კომუნალური ვაუჩერები სოციალურად დაუცველ ყველა ოჯახზე გადაანაწილოს. ასევე სიიდან ამოიღონ საჯარო უწყებებში დასაქმებულები.
ვაუჩერების განაწილების ახალი წესი, როგორც მერიაში განმარტავენ, ჯერ არ არის დამტკიცებული. ცნობილია, რომ ამ საკითხს საკრებულოს თანხმობა არ სჭირდება, მას თბილისის მთავრობის სხდომაზე გადაწყვეტენ.