ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში, ოლიმპიურ სოფელთან ახლოს გასართობი ზონა გაიხსნა. ახალგაზრდა სპორტსმენებს შეეძლებათ აქ შეჯიბრის შემდეგ განიტვირთონ და მუსიკას მოუსმინონ.
გუშინ საღამოს ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი -2015"-ის მონაწილეებისთვის კონცერტი გაიმართა ქართველი მუსიკოსების მონაწილეობით. ღონისძიებაში მოძრაობის თეატრის მსახიობებიც მონაწილეობდნენ.