20 ნოემბერი 2024,   20:23
ვრცლად
სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების სფეროში ახალი შეთანხმება გაფორმდა

სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების სფეროში ახალი შეთანხმება გაფორმდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურ ბიუროს შორის.

მემორანდუმი ითვალისწინებს ბრალდებულისა და დამნაშავეების გამოვლენას, დაპატიმრებას, გათავისუფლებას საქმის სასამართლოში განხილვამდე, სისხლის სამართლებრივ დევნას, განაჩენის გამოტანას, ზედამხედველობას და რეაბილიტაციას.

შეთნამხება ასევე გულისხმობს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, დანაშაულის პრევენციას და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიზნით მხარეთა შორის აქტიურ თანამშრომლობას.

 
დღის ამბები