თემაზე ”საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ირიბი მტკიცებულებების თაობაზე” შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მთავრობის წევრებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციები, მოსამართლეები და მოქმედი იურისტები დაესწრნენ.
მიმდინარე წლის იანვარში საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმები, რომელიც ირიბ ჩვენებას ეხება, ამიტომ დღევანდელ შეხვედრაზე განიხილება საკითხები, რომლითაც უნდა მოხდეს ხარვეზების შესწორება.