20 ნოემბერი 2024,   20:25
ვრცლად
"თუ ლაპარაკია სხვა 40 მილიონზე, მეც ჩავერთვები და დავეხმარები უწყებას, გამოვიძიოთ,“ - ზვიად სიჭინავა

კახი კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ფეხბურთის ფედერაციასთან დაკავშირებით, ფედერაციის პრეზიდეტმა უპასუხა.

ზვიად სიჭინავამ, კალაძის მირ გამოქვეყნებულ სტატიაში, სადაც ის აღნიშნავს, რომ სახელმწოფო 40 მილიონ ლარზე მეტს ხარჯავს ფეხბურთის საქმიანობისთვის, აცხადებს, ფეხბურთის ფედერაცია იღებს მხოლოდ 7 მილიონს. თუმცა ის მზად არის გამოძიების პროცესში ჩაერთოს და ყველა სტრუქტურასთან ითანამშრომლოს.

„ფეხბურთის ფედერაცია ღებულობს სახელმწიფოსგან მარტო 7 მილიონს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ 5 მილიონზე მეტს ჩვენ ვაბრუნებთ ყოველ წელიწადს. თუ ლაპარაკია სხვა 40 მილიონზე, მეც ჩავერთვები და დავეხმარები უწყებას გამოვიძიოთ,“ - განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ. 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები