20 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისის ზღვის დასახლების ე.წ. ქურთების სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი დასახლებიდან რამდენიმე ათეული მტერის მოშორებით გაჩნდა და 10 ჰექტარ მიწაზე გავრცელდა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ადგილობრივების თქმით, დაიწვა მოქალაქეთა სასოფლო-სამეურნეო მიწა. თვითმხილველების ვარაუდით, ცეცხლის გაჩენა მაღალმა ტემპერატურამ განაპირობა. 

 
დღის ამბები