20 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
აქცია დევნილთა სამინისტროსთან - მოსახლეობა ბინების უსამართლო გადანაწილებასა და კორუფციაზე საუბრობს

აქცია იყო დევნილთა სამინისტროსთან - მოსახლეობა ბინების უსამართლო გადანაწილებასა და კორუფციაზე საუბრობს. დევნილების ინფორმაციით იძულებით გადაადგილებულებს ბინებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ სთავაზობენ.

აქციაზე შეკრებილებმა დღეს სამინისტრო უყურადღებობაში დაადანაშაულეს.

მათ ბრალდებებს უწყებაში უპასუხეს.

„მას შემდეგ რაც გადაწყდა, ოლიმპიურ სოფელში ბინების განაწილების საკითხი, გააქტიურდა თაღლითური ჯგუფები, რომლებიც თითქოს სამინისტროსთან ახლობლობით, ან სამინისტროს მოთხოვნით, თანხას ძალავენ დევნილებს და პირდებიან რომ მოუგვარებენ ბინის საკითხს. მინდა გავაფრთხილო ყველა ასეთი ადმიანი, რომ ეს არის სიცრუე,“ - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ. 

 
დღის ამბები