20 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
თელასი - ოლიმპიადაზე დენის გათიშვა ელექტროხაზზე მომხდარმა ავარიამ განაპირობა

თბილისი2015-ის ფარგლებში ძიუდოს შეჯიბრების დროს დარბაზისთვის ელექტროენერგიის მიწოდების 2-ჯერ შეუწყდომასთან დაკავშირებით კომპანია თელასი განმარტებებს აკეთებს. 

თელასში ამბობენ, რომ ავარია ელექტროგადამცემ ხაზზე მოხდა, რის გამოც 15 000 აბონიმენტი, მათ შორის ახალი სპორტის სასახლე ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. 

ავარია 110 კილოვოლტიან გადამცემ ხაზ დიღომი102-ზე მოხდა.

"ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებისთვის 13 წუთში, 12:48 საათზე სარეზერვო კვებაზე გადართვით აღდგა. ამჟამად შემთხვევის ადგილზე ავარიის მიზეზების დასადგენად და აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად თელასის ტექნიკური სამსახური მუშაობს," - წერია თელასის განცხადებაში.

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები