ბიზიკაშვილების 11-სულიან ოჯახს 3 თვეში გამოსახლება ემუქრება. ოჯახმა 5 წლის წინ პაატა ზაქარეიშვილის მამისგან 5 000 დოლარი ისესხა. თუმცა მისი გადახდა წლების განმავლობაში ვერ შეძლო.
ბიზიკაშვილებმა ფინანსური პრობლემების გამო სახლი ქართლოს ზაქარეიშვილს გადაუფორმეს.
ახლა ქართლოს ზაქარეიშვილი მევალეებისგან 25 ათასი დოლარის გადახდას ითხოვს.
მისი განმარტებით, წლების განმავლობაში სესხის პროცენტი გაიზარდა და თანხამაც ამის გამო მოიმატა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს წევრებმა ბიზიკაშვილებს სესხის გადასახდელად 3-თვიანი ვადა მისცეს.