20 ნოემბერი 2024,   20:25
ვრცლად
მიზანმიმართული კამპანია რუსთავი2-ის წინააღმდეგ? - ქუთაისის შემდეგ კონცერტის ჩატარებაზე უარი ფოთმა თქვა

მიზანმიმართული კამპანია რუსთავი2-ის წინააღმდეგ? - ქუთაისის შემდეგ რუსთავი2-ის კონცერტი ფოთშიც აღარ გაიმართება.

დაანონსებული კონცერტის არჩატარების გადაწყვეტილება ამჯერადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს.

ფოთის მერიის გადაწყვეტილება რუსთავი2-ის ხელმძღვანელობამ ფოთის მერიისგან დღეს მიიღო.

წერილში გაკეთბულია განმარტებები იმის შესახებ, რომ ქალაქის ცენტრალური მოედანი, რუსთავი2-ის ნაცვლად, ფოთელი ახალგაზრდებისადმი მიძღვნილ კონცერტს უნდა დაეთმოს.

ჯერ ქუთაისის, ახლა კი ფოთის მერიის უარის შემდეგ ტელეკომპანია რუსთავი2-ის ხელმძღვანელები არხის  წინააღმდეგ შესაძლო მიმზანმიმართულ კამპანიაზე საუბრობენ.

რუსთავი2–ის ღონისძიების ფოთის მერიის მიერ ორგანიზებული კონცერტით ჩანაცვლების შესახებ ადგილობრივებმა ცოტა ხნის წინ შეიტყვეს.

მერიის გეგმების შესახებ ფოთის ტელევიზიით არც ერთხელ არ დაუანონსებიათ და მოსახლეობაც ინფორმირებული არ ყოფილა განსხვავებით რუსთავი2-ის კონცერტისგან, რომელსაც ადგილობრივები დიდი ხანია, ელოდებიან.

ფოთელები ეჭვობენ, რომ მერიის კულტურის სამსახურმა ღონისძიება ფოთელი ახალგაზრდებისთვის სიმღერა სწორედ რუსთავი2–ის ღონისძიების ჩაშლის მიზნით დაგეგმა, რადგან ბოლო წლებია, ქალაქში არც ერთი მსგავსი ტიპის კონცერტი არ ჩატარებულა.

რუსთავი2–ის მიერ დაანონსებული გეგმის მიხედვით, ტელეკომენიის ორგანიზებული კონცერტი 1 აგვისტოს ბათუმში, 2 აგვისტოს კი ფოთში უნდა ჩატარებულიყო.

ტელეკომპანიის მოთხოვნაზე ბათუმის მერიის პასუხი ჯერ უცნობია.

აქცია სახელმწოდებით "რუსთვაი2 შენთვის", დაახლეობით ერთი თვის წინ გორის კონცერტით დაიწყო, სადაც კომედი შოუს და გამოუვალი მგდომარების მოსასმენად ცენტრალურ მოედანზე უამრავი ადამიანი მივიდა.

 

ავტორი: თამარ ბაღაშვილი

 
დღის ამბები