06 მაისი 2024,   05:43
ვრცლად
საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს წევრებმა ბავშვთა სახლის ბენეფიციარებს წიგნები და საჩუქრები გადასცეს

თბილისის საკრებულოში საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე წარდგენილი იყო ცნობილი საბავშვო მწერლების ილუსტრირებული გამოცემები, საბავშვო ლიტერატურა და ფერწერული ნამუშევრები.

საკრებულოს წევრებმა ღონისძიებაზე ბავშვთა სახლის ბენეფიციარებს წიგნები და საჩუქრები გადასცეს. საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას საკრებულოს წევრები, მწერლები, მხატვარ-ილუსტრატორები და საგამომცემლო სახლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღის ამბები