20 ნოემბერი 2024,   20:15
ვრცლად
გოგი თოფაძე Heineken-ის წინააღმდეგ

გოგი თოფაძე ჰეინეკენის წინააღმდეგ. მეწარმე დეპუტატი საქართველოში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლუდისმწარმოებელი კომპანიის შემოსვლას არ ეთანხმება.

დეპუტატი ვარაუდობს, რომ ცნობილი ბრენდი ქართულ ბაზარზე დემპინგური ფასებით დაიწყებს მუშაობას, რაც ადგილობრივ მწარმოებლებს დააზარალებს.

თოფაძეს, სავარაუდოდ, კოლეგები უმრავლესობიდან მალე ანტიდემპინგური კანონითაც დაეხმარებიან, რომელზეც მუშაობა პარლამენტში უკვე დაწყებულია.

გოგი თოფაძისგან განსხვავებით, ვიცეპრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ჰეინეკენის შემოსვლის მომხრეა.

ბაზარზე ახალი მწარმოებლის გამოჩენით გამოწვეულ შესაძლო საფრთხეებს ვერ ხედავენ ლუდის სხვა მწარმოებლები.

ბაზარზე კონკურენციის გაზრდის მომხრეა ოპოზიცია.

დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ მრეწველთა ლიდერის პოზიცია პირადი ინტერესებით არის ნაკარნახევი.

საპარლამენტო ოპოზიციისთვის მიუღებელი აღმოჩნა ის რეგულაციაც, რომელსაც პარლამენტი უკვე შემოდგომიდან მიიღებს.

საუბარია ანტიდემპინგურ კანონმდებლობაზე, რომელიც იმპორტიორს შიდა ბაზრის ფასებთან შედარებით დაბალი ფასის დაწესებას უკრძალავს. 

ჰეინეკენის საქართველოში ჩამოსხმას ამ ეტაპზე საქართველოში ამ ლუდის დისტრიბუტორი კომპანია არ ადასტურებს.

 

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი

 

 

 

 
დღის ამბები