20 ნოემბერი 2024,   20:28
ვრცლად
"ჩვენ დავინტერესდებით, რა კონცერტია და საიდან მოდის ხარჯები" - ნიკა გვარამია ფოთის მერიას პასუხობს

"ჩვენ დავინტერესდებით, რა კონცერტია და საიდან მოდის ხარჯები," - ასე ეხმაურება რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ფოთის მერიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ქალაქში რუსთავი2-ის კონცერტი აღარ გაიმართება. 

"ადგილობრივ ხელისუფლებას არა აქვს შესაძლებლობა, უარი გვითხრას. ამას კანონი არ ითვალისწინებს. გაუგებარ რაღაცას აკეთებენ, ფოთში უკვე გააკეთეს. უკანა რიცხვით რაღაც კონცერტები ჩანიშნეს, ვითომ ადრე იყო დაგეგმილი.  აუცილებლად დავინტერესდებით, რა კონცერტია, როდის გადაწყდა, რა ხარჯებია, საიდან მოდის ეს ხარჯები. გადავიღებთ ამ კონცერტს და ადამიანების რაოდენობასაც, ვინც ამ კონცერზე მივა," - აცხადებს ნიკა გვარამია. 

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ შესაძლოა, ბათუმის მერიამაც იგივე გადაწყვეტილება მიიღოს და რუსთავი2-ს კონცერტის ჩატარებაზე უარი უთხრან. 

"ჩვენი ინფორმაციით, იგივე ხდება ბათუმის მერიაშიც. იმდენი ლოკაციაა ბათუმში, რომ როგორ აპირებენ, რომ შეავსონ, არ ვიცი. ამ ლოკაციებზე კონცერტები არ იყო დაგეგმილი. ზუსტად ვიცი, რომ აპირებენ შეავსონ ეს ლოკაციები მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ კონცერტზე უარი გვითხრან," - აცხადებს ნიკა გვარამია. 

 

 

 

 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები