20 ნოემბერი 2024,   20:23
ვრცლად
ჩატარდება თუ არა რუსთავი2-ის კონცერტი შავი ზღვის სანაპიროზე, უცნობია - ბათუმის მერია ფიქრობს

ქუთაისის და ფოთის მერიამ რუსთავი2-ს ქალაქში კონცერტის ჩატარების საშუალება არ მისცეს. ახლა ჯერი ბათუმის მერიაზეა. როდის და რა გადაწყვეტილებას მიიღებს ერმაკოვის უწყება, ცნობილი არ არის.

განცხადება რუსთავი2-თან  ბათუმის მერიის საზოგადოებასთან ურთიერობის სამსახურის თანამშრომელმა, თეკლა ჩიჩუამ, გააკეთა. 

"განცხადება ნამდვილად შემოვიდა ნებართვასთან დაკავშირებით. რამდენად მოხდება განცხადების დაკმაყოფილება, ამაზე ბათუმის მერია იმსჯელებს და მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომელსაც ვამცნობთ რუსთავი2-ს.  პირველ აგვისტომდე დრო არის და ეს, ალბათ, უახლოესი ერთი-ორი დღის ამბავი იქნება," - აცხადებს თეკლა ჩიჩუა. 

 

 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები